„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ ახალი კონტრაქტი გააფორმა კევინ დე ბრუინთან. უფრო სწორად, უკვე არსებული კონტრაქტი კიდევ ორი წლით გახანგრძლივდა. 29 წლის ბელგიელი ნახევარმცველი „სიტიში“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება. კევინ დე ბრუინი მანჩეტერელთა ღირსებას უკვე 6 წელიწადია იცავს და ინგლისის ჩემპიონის ორი ტიტულიც აქვს მოგებული.

No description available.