Georgian tennis star Nikoloz Basilashvili charged with attacking ex-wifeიტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სლოვაკ იოზეფ კოვალიკთან დიდი ბრძოლა გადაიტანა, ხუთი მატჩსპოინტი გადაარჩინა და საბოლოოდ – 4:6, 6:4, 7:5 მოიგო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკამ საკუთარი მოწოდება რვაჯერ წააგო. თუმცა, მეტოქეც ვერ ყოჩაღობდა, რამაც ნიკას შანსი მისცა მეორე წრეში გასულიყო.

პირველ სეტში ბასილაშვილი ჯერ 0:2 ჩამორჩა, მერე 3:2 დაწინაურდა, მერე ისევ აურია, რასაც სლოვაკის მოგება მოჰყვა.

მეორე სეტში ქართველი ჩოგბურთელი ორი ბრეიკის წყალობით 4:1 დაწინაურდა, მაგრამ კოვალიკმა წონასწორობის აღდგენა მოახერხა, თუმცა, სეტის ბოლოს ნიკა ისევ უკეთ გამოიყურებოდა და 6:4 მოიგო.

მესამე სეტში სლოვაკი ჩოგბურთელი ბრეიკით დაწინაურდა, ნიკოლოზმა ანგარიში გაათანაბრა, 4:5-ზე კი, 5 მატჩპოინტი მოიგერია და საბოლოოდ წარმატებას მიაღწია.

მეოთხედფინალში ნიკას მეტოქე გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი იქნება.