აქამდე ცნობილი იყო, რომ ტურინის „იუვენტუსი“ ახლო მომავალში ორ მცველს ვერ დაიხმარს – ლეონარდო ბონუჩისა და მერეხ დემირელის კოვიდტესტები დადებითი აღმოჩნდა. ტურინელებს კიდევ ერთი თავსატეხი დაემატათ: ვირუსი ფედერიკო ბერნარდესკისაც დაუდასტურდა.
არადა, ეს ყველაფერი „ნაპოლისთან“ მატჩის წინ. გუნდებს სატურნირო ცხრილში მეოთხე და მეხუთე ადგილები უკავიათ და ბრძოლა სახუმარო არ იქნება.
წესით და რიგით, ეს მატჩი გასული წლის 4 ოქტომბერს უნდა გამართულიყო ტურინში, მაგრამ პანდემიის გამო ორჯერ გადაიდო.
მესამე და სამართალი?