16-22 მაისს ბელგრადი WTA-ს ტურს უმასპინძლებს. ტურნირის დირექტორი ნოვაკ ჯოკოვიჩის ძმა, ჯორჯ ჯოკოვიჩია, რომელმაც საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა. საქმე ის არის, რომ ჯოკოვიჩს სურვილი აქვს ტურნირში მონაწილეობა მიიღოს კიდევ ერთმა სერბმა ვარსკვლავმა – ანა ივანოვიჩმა.

თუ სერბული მედიაში გავრცელებულ ცნობებს ვენდობით ივანოვიჩი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ კორტზე ისევ გავა.

33 წლის ივანოვიჩმა კარიერა 2016 წელს დაასრულა, როდესაც ცოლად მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელ ბასტიან შვაინშტაიგერს გაჰყვა.

Ana Ivanovic beautiful Serbian tennis player - YouTube

წილი
წინა სტატიაიუვეს ვირუსი შეეყარა
შემდეგი სტატიავინისიუსმა ლივერპულს მოუგო
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...