FACTBOX-Manchester City striker Sergio Aguero | Football News - Times of  Indiaისეთი პირი უჩანს, მანჩესტერელ სკულპტორებს კარგა ხანი არ გამოელევათ საქმე. სტადიონ „ეტიჰადის“ ეზოში სამი ლეგენდის სტატუის დადგმა გადაწყდა:
2019 წელს გუნდიდან წასვლის შესახებ ვენსან კომპანიმ განაცხადა.
2020 წელს მანჩესტერული კარიერა დავიდ სილვამ დაასრულა.
გასულ კვირაში კი კლუბმა განაცხადა, რომ აღარ აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას სერხიო აგუეროსთან.
აგუერო „სიტისთვის“ უკვე ლეგენდაა – ბოლო, ვინც პრემიერლიგა სამ სხვადასხვა მწვრთნელთან ერთად (მანჩინი, პელეგრინი, გვარდიოლა) მოიგო.
ხსენებული სამეულის გარდა რჩეულთა შორის იაია ტურეც არის.
აგუერო უკანასკნელი მოჰიკანია იმ თაობიდანაც, ვინც „სიტის“ 44-წლიანი პაუზის შემდეგ 2011-2012 წლების სეზონში ჩემპიონობა მოუტანა.
მეტიც: „სიტიმ“ ის ჩემპიონობა აგუეროს მიერ „ქუინზ პარკის“ კარში გატანილი გოლით გაიფორმა. უფრო მეტიც: კლუბის ისტორიაში მეტი გოლი არავის გაუტანია – 257!
კიდევ უფრო მეტი: პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერია.
კიდევ: პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესოა გოლზე დახარჯული დროით (1 გოლი ყოველ 108 წუთში).
დროს თავისი მიაქვს.
სერხიოს მუხლის ქრონიკული ტრავმა აქვს და ამ სეზონში სულ 300 წუთი ითამაშა.
მიდის, მაგრამ “„ტიჰადზე“ ლეგენდად რჩება.
წილი
წინა სტატიასაქართველოს ნიდერლანდები
შემდეგი სტატიაიუვეს ვირუსი შეეყარა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".