
ზლატანი უკვე 39 წლის მოიყარა, მაგრამ პენსიაზე ჯერ არ ფიქრობს.
შეგახსენებთ, რომ შვედი „მილანში“ 2020 წლის იანვარში გადავიდა, ივნისში კი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. ახლა იგივე ოფცია ამოქმედდა. ან ვინ გაუშვებს, როცა მიმდინარე სეზონის 16 შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი.
„მილანში“ მეორედ მისვლამდე იბრაჰიმოვიჩს „აიაქსში“, „ინტერში“, პსჟ–ში, „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ უთამაშია.