სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩატარებული ტური მწირგოლიანი აღმოჩნდა. სულ 4 ბურთი გავიდა, რაც მაყურებლებს, ცხადია დიდად ვერ გაახარებდა. არადა, გულშემატკივრები მიმდინარე სეზონში პირველად დაუშვეს სტადიონებზე. კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა.
თუმცა, იყო ტური (მესამე), რომელშიც მეტოქეებმა ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ გაუტანეს და ანტირეკორდიც დაამყარეს, ანუ, შეგვიძლია ვთქვათ – უარესიც გვინახავსო.
თბილისის „დინამო“ წლეულს პირველად გალიდერდა. დინამოელებმა უშუალო კონკურენტს და მათი მთავარი მწვთნელის, გიორგი ნემსაძის ყოფილ გუნდს, გორის „დილას“ უმასპინძლეს და 18 წლის ლუკა გაგნიძის გოლით გაიმარჯვეს. ლუკა „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. ეს მისთვის სადებიუტო გოლი გამოდგა ეროვნულ ლიგაში. საერთოდ, ეს სეზონი გაგნიძისთვის კარგად დაიწყო. ჯერ ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი, ახლა გოლითაც გამოირჩა. უდაოდ, ნიჭიერი ყმაწვილია.
„ბათუმმა“ „ლოკომოტივს“ გორში უმასპინძლა და ყაიმით დაშორდა – 1:1. ანგარიში დებიუტშივე გახსნა მასპინძელმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა. 41-წუთზე კი… გურამ კაშიამ თავურით გაათანაბრა. საინტერესოა, რომ კაშიას საქართველოს ჩემპიონატში ბოლოს ზუსტად 11 წლის წინათ გაეტანა – 2010 წლის 3 აპრილს „გაგრას“ წინააღმდეგ. მაშინ ის თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა. ახლა გურამი კარგ ფორმაშია, სანაკრებო მატჩებიც დიდებულად ჩაატარა და აი, გოლითაც გამოირჩა.
„საბურთალო“ „თელავს“ „მიხეილ მესხზე“ დაუხვდა და უგოლოდ დაშორდა. ლევან კორღალიძის გუნდში ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა გამოჯანმრთელებულმა გიორგი კოხრეიძემ.
ასევე უგოლოდ გაეყარნენ ერთმანეთს „ტორპედო“ და „შუქურა.“
აუტსაიდერმა „სამტრედიამ“ კი სეზონში პირველად გაიმარჯვა. სამტრედიელებმა მეზობელ წყალტუბოელებს მათე კვირკვიას გოლით აჯობეს. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ 26-ე წუთზე სამგურალელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო კუხიანიძემ პენალტი ვერ გაიტანა.
სამგურალი 0:1 სამტრედია
0:1 კვირკვია (71)
26-ე წუთზე კუხიანიძემ (სამგურალი) პენალტი ვერ გაიტანა
ტორპედო 0:0 შუქურა
ბათუმი 1:1 ლოკომოტივი (გორში)
1:0 მამუჩაშვილი (6), 1:1 კაშია (41)
საბურთალო 0:0 თელავი
დინამო 1:0 დილა
1:0 გაგნიძე (13)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 12 | 3 | 73:27 | 75 |
დინამო | 36 | 21 | 7 | 8 | 59:28 | 70 |
დილა | 36 | 17 | 10 | 9 | 48:35 | 61 |
საბურთალო | 36 | 15 | 12 | 9 | 52:40 | 57 |
ლოკომოტივი | 36 | 15 | 8 | 13 | 57:59 | 53 |
თელავი | 36 | 12 | 8 | 16 | 35:53 | 44 |
სამგურალი | 36 | 9 | 14 | 13 | 34:46 | 41 |
ტორპედო | 36 | 9 | 13 | 14 | 38:44 | 40 |
შუქურა | 36 | 5 | 12 | 19 | 28:49 | 27 |
სამტრედია | 36 | 5 | 6 | 25 | 33:76 | 21 |
მეგოლეები: ზორან მარუშიჩი (დინამო) – 3, გიორგი გაბედავა (დინამო), ფადი ზიდანი (ტორპედო), ვანდერსონ სილვა (დილა), ლაშა შერგელაშვილი (თელავი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 2