მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ პირველი მედლები მოიპოვა და ორივე შოთა მიშველიძემ, ორივე ვერცხლი – ორჭიდის ჯამში და აკვრაში.
61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიშველაძესთან ერთად რამინ შამილიშვილიც გამიდიოდა, მაგრამ უმედლოდ დარჩა.
პირველ მოძრაობაში, ატაცში, მიშველიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, რომელმაც 128 კილოგრამი კი გააცუდა, მაგრამ შემდეგ მოუმატა და, ჯერ 130, ხოლოს ბოლოს 135 კილოგრამი დააფიქსირა.
მიშველიძეს ბულგარელმა გროზდევმა აჯობა, ვინაც 136 კილო ასწია. ამ სახეობაში მესამე ბელარუსი ლაპცევი იყო (130). შამილიშვილმა 124 კილოგრამი დასძლია და ეს ოდენ მეშვიდე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი.
აკვრაში უფრო ტაქტიკური ბრძოლა დაიწყო. საბოლოოდ, გერმანელი მაუ პირველზე გავიდა, გროზდევი – მეორეზე, ხოლო მესამე ადგილი ჰარდალს ერგო. შამილიშვილი მეხუთე, მიშველიძე კი, მეშვიდე ადგილზე გავიდა.
ორჭიდის ჯამში მიშველიძის შედეგი მეორე ადგილისთვის საკმარისი გამოდგა, ჩემპიონი გროზდევი გახდა, ხოლო მესამე ადგილი ჰარდალს ერგო.