საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ძველ-ახალი პრეზიდენტი ჰყავს – ჭადრაკის სასახლეში გამართულმა ყრილობამ მიხეილ აბაიშვილს ერთხმად გამოუცხადა ნდობა და პოსტზე მეორე, ოთხწლიანი ვადით აირჩია.

უცვლელი დარჩა გენ.მდივანი (ზურაბ თალაკვაძე) და ვიცე-პრეზიდენტები (თენგიზ პაჭკორია, ბიძინა ბარათაშვილი).

ამქარმა მხარი დაუჭირა ასოციაციის წესდებაში რამდენიმე ცვლილებასა და აღმასრულებელ კომიტეტში 5 ახალი წევრის დამტკიცებას.

როგორც ერთმა კოლეგა-მეგობარმა მოსწრებულად შენიშნა – მიშა პრეზიდენტია, ბიძინა – ვიცე…