ესპანეთის თასის შარშანდელი გათამაშების ფინალში, რომელიც პანდემიის გამო მხოლოდ გუშინ შედგა, „სოსიედადმა“ „ბილბაო“ დაამარცხა.
საფეხბურთო საზოგადოებას უყვარს ცრურწმენები. ერთ-ერთის თანახმად, ფინალის დაწყებამდე თასს არ უნდა შეეხო, თორემ უსათუოდ წააგებ. ბილბაოელთა კაპიტანმა იკერ მუნიაინმა მოედანზე გასვლისას ეს „წესი“ დაარღვია და თასს შეეხო.
ჰოდა, ნამატჩევს თასი მეტოქეს ერგო, მუნიაინს და მის თანაგუნდელებს კი მხოლოდ ფინალისტების სამახსოვრო მედლები ერგოთ.
გაინტსრესებთ, როდიდან იღებს სათავეს ეს ცრურწმენა?
„მილანი“ – „ლივერპულის“ დრამატული სტამბოლური ფინალიდან – მაშინ კაკამ ვერ მოთოკა ემოცია და თასს მატჩამდე მოეფერა.
შედეგად, „ლივერპულმა“ 0:3 შეატრიალა. ასე დამკვიდრდა „კაკას წესი“: არ შეეხო იმას, რაც ჯერ არ მოგიგია.