სავარაუდოდ, მილანის „ინტერი“ მიმდინარე სეზონს 130-140 მილიონი ევროს ზარალით დაასრულებს. ამის ფონზე იტალიური კლუბის ბოსები რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისებას აპირებენ, რომ ზარალი ნაწილობრივ მაინც დაფარონ.
იდეალური ვარიანტი რომელუ ლუკაკუს გაყიდვა იქნებოდა, რომლის სატრანსფერო ფასიც დაახლოებით 120 მილიონი ევროა.
ეს ერთი ტრანაფერი მილანელების დებეტ-კრედიტს დააბალანსებდა, მაგრამ მისი გაშვება მაინც არ სურთ.
„ბარსელონა“ და „სიტი“ მზად არიან ბელგიელ შემტევში ნახსენები თანხა გაიღონ, მაგრამ ანტონიო კონტესიც ვიკითხოთ, როგორი გასამეტებელია ფეხბურთელი, რომელმაც 26 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა?!