სავარაუდოდ, ტრანსფერი ამ ზაფხულსვე შედგება. ჰოლანდი უკვე ბარსელონაში ჩაფრინდა, მაგრამ არა თავად ერლინგი, მამამისი – ალფ-ინგე ჰოლანდი. მასთან ერთადაა ფეხბურთელის ყოვლისშემძლე აგენტი მინო რაიოლა.

ბარსელონას აეროპორტში მათ კლუბის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას ნდობით აღჭურვილი პირი დახვდათ. მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. „დორტმუნდი“ 20 წლის ფორვარდში 180 მილიონ ევროს ითხოვს და შესათანხმებელი მხოლოდ პირადი კონტრაქტის დეტალებიღა დარჩა.

მინო რაიოლა და „ბარსელონას“ პრეზიდენტის წარმომადგენელი აეროპორტში დააფიქსირეს