ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ორშაბათიდან თიხნარზე გადაინაცვლებს და იტალიის ქალაქ კალიარიში დაგეგმილ ტურნირში ითამაშებს, რომლის საპრიზო ფონდი 408.800 ევროა.

სარდინიის ღია პირველობა წლეულს პირველად ტარდება და ჯერ მხოლოდ ერთწლიანი ლიცენზია აქვს. იტალიურ ქალაქში მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავებს ვერ ვიხილავთ, რაც ბასილაშვილის შანსებს ზრდის.

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 38-ე ადგილზე იმყოფება, ტურნირში მე-4 განთესვით ჩაებმება. მასზე უკეთესი რეიტინგი კი მხოლოდ დანიელ ევანსს (დიდი ბრიტანეთი), ტეილორ ფრიცსა (აშშ) და ლორენცო სონეგოს (იტალია) გააჩნიათ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს - Primetime