ეს, საბერძნეთში მცხოვრები ჩვენებურის, მამუკა დგვეფაძის ბილეთი გახლავთ, რომელიც ერთერთ ადგილობრივ ტოტალიზატორში გააკეთა. გაუმართლა მას და გაუმართლა ხვიჩა კვარაცხელიამ, ვინც ბერძნებს ანგარიში ლამაზი გოლით გაუთანაბრა. ერთხელაც, ბურთიანად ბერძენი ფეხბურთელები ისე გააბითურა, ისიც და გუნდიც, ალალად, მეორესაც იმსახურებდა.
რაც შეეხება მამუკას ბილეთს, მან 25 ევრო სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე დადო და 281 ევრო მოიგო. პროპაგანდად არ მიიღოთ, თუმც მოგებული ამბობს, მეგობარს ხვიჩას გოლებზე ხშირად მოუგია, ესპანეთთანაც გაუმართლა და ხშირად, რუსეთის ჩემპიონატში ხვიჩას გოლებზე ჩადის ფსონებსო…