საქართველოს ნაკრების ორი კალათბურთელი – გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მარტის თვის საუკეთესოდ აღიარეს.
ორივე კალათბურთელს მარგი ქმედების კოეფიციენტის (მქკ) თანაბარი მაჩვენებელი დაუფიქსირდა (25,5) და MVP-ის ტიტული გაიყვეს. მარტში შერმადინის საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო: 17,5 ქულა, 4,5 მოხსნა, 2,0 პასი, 1 დაფარება, 25,5 მქკ. მაკფადენის კი, 23,0 ქულა, 1,0 მოხსნა, 5,5 პასი, 25,5 მქკ.
ამ სეზონში მაკფადენი ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესოდ პირველად აღიარეს, ხოლო შერმადინი – მესამედ (ოქტომბერი და იანვარი). შერმადინმა სერიოზული განაცხადი გააკეთა წლის საუკეთესო კალათბურთელობაზე.