შესადარებლად ორ სქემას წარმოგიდგენთ. ერთი იმ მატჩისაა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის მიღმა დაგვტოვა, მეორე კი ესპანეთთან თამაშისაა.

ორივე მატჩი საქარველოს ნაკრებმა წააგო, თუმცა თამაშის ხასიათი რადიკალურად განსხვავებული იყო.

პირველი, რაც თავლში მოგხვდებათ, აბსოლუტურად იდენტური სათამაშო სქემაა – ვილი სანიოლს ვლადიმირ ვაისის მემკვიდრეობისთვის ხელი არ უხლია.

რადიკალური ცვლილებები არც შემადგენლობებშია. თუკი ზედა სქემაში კვარაცხელიას გვარს ვერ ამოიკითხავთ, მხოლოდ კორონავირუსის გამო. ასევე, ქვედა სქემაში ოქრიაშვილს ტრავმის გამო ვერ აღმოაჩენთ.

მაშინ რა დაგვრჩა? დაცვის ფლანგიდან დვალის შუაში შემოწევა და ფლანგზე გიორბელიძის გამწესება? კიტეიშვილი გვილიას ადგილას?

მოდი, შევთანხმდეთ, რომ აქ რაღაც რადიკალურ ცვლილებებზე და რევოლუციებზე ლაპარაკი უადგილოა.

არადა, ფაქტია, რომ ესპანეთთან საქართველოს ნაკრებმა სრულიად განსხვავებული თამაში აჩვენა. გამოდის, რომ მიზეზი მწვრთნელშია.

ახალი ცოცხი კარგად გვისო, გვეუბნება ქართული ანდაზა. იმედი გვქონდეს, რომ საიდუმლო მხოლოდ ანდაზაში არაა.

ისე, საქართველო – ესპანეთი ის მატჩი იყო, რომლის გარჩევაც ნამდვილად ღირს, აბა, აქამდე ჩვენს ნაკრებს ფეხბურთი კარგა ხანია არ უთამაშია…