მართალია, სიტყვები „საქართველო – რუმინეთი“ რაგბის მოყვარულის გულს სულ სხვანაირად ხვდება, მაგრამ ბოლო წლებში ამ გუნდების მატჩებს ჩვეული ინტრიგა სამწუხაროდ დაეკარგა.

ეს რუმინული რაგბის ბოლოდროინდელი ღრმა კრიზისის „დამსახურებაა“.

ასეა თუ ისე, ტიერ 2-ის მასშტაბით ეს ჯერაც ერთ-ერთი მოწინავე ძალაა და ბორჯღალოსნებს ყურადღების მოდუნება კარგს არაფერს მოუტანს.

ლევან მაისაშვილმა სარუმინეთოდ ნაკრებში დასვენებული ვეტერანები – შალვა მამუკაშვილი და ლაშა ხმალაძე დააბრუნა, ტრავმა მოიშუშა ბექა საღინაძემ და ისიც სასტარტოში იქნება. მარქაფაში კი ბურჯი ნიკა აბულაძე გამოჩნდა, რომელიც მეორე ტაიმში ბექა გიგაშვილს თუ შეცვლის, პირველ სანაკრებო კეპსაც მოიხვეჭს.

რუმინელებზე კი იმის თქმა შეიძლება, რომ მათმა ინგლისელმა გურუმ – ენდი რობინსონმა ყველაზე სახელოვანი რუმინელი, სუპერბომბარდირი ფლორიან ვლაიკუ მარქაფაში დატოვა.

საქართველოს და რუმინეთის ნაკრებთა მატჩი კვირას, 28 მარტს „მიხეილ მესხზე“ გაიმართება. დასაწყისი – 15:00.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუმინეთთან შეხვედრაში:

  1. ბექა გიგაშვილი (22 კეპი, 5 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (81, 55), 3. გიორგი მელიქიძე (26, 15), 4. ლაშა ჯაიანი (10, 0), 5. დავით გიგაური (10, 5), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (15, 10), 7. ბექა საღინაძე (19, 15), 8. თორნიკე ჯალაღონია (8, 10), 9. გელა აფრასიძე (33, 24), 10. თედო აბჟანდაძე (23, 152), 11. სანდრო თოდუა (92, 65), 12. მერაბ შარიქაძე (75, 60), 13. გიორგი კვესელაძე (32, 25),14. აკა ტაბუცაძე (10, 40), 15. ლაშა ხმალაძე (86, 53).

 

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (15, 5), 17. ნიკა აბულაძე (0), 18. გია ხარაიშვილი (3, 0), 19. ნოდარ ჭეიშვილი (29, 0), 20. გიორგი თხილაიშვილი (64, 60), 21. მიხეილ ალანია (4, 0), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (1, 0), 23. სოსო მათიაშვილი (32, 156).