საქართველოს დელეგაციამ თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემის მეორე დღის ორ წონით კატეგორიაში სამი მედალი კი ირგუნა, მაგრამ სამივე ბრინჯაოსი.
73 კილოგრამ წონაში ლაშა შავდათუაშვილმა ეგვიპტელ მოჰამედ მოჰიელდინსა და კუბელ მაგდიელ ესტრადას აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალურ ეტაპზე რუს დენის იარცევთან დამარცხდა. ლაშამ რეპეშაჟში გადანაიცვლა და იქ უზბეკ მუროდიონ იულდოშევს დამატებით დროში იპონით მოუგო, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი, კოსოვოელი აკილ გიაკოვა დაჯაბნა.
ამავე წონაში ალეკო მამიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა სწორედ იარცევს მოუგო, ვისთანაც შავდათუაშვილი დამარცხდა. მანამდე მეოთხედფინალში მონღოლ ცენდ-ოჩირისთან დამარცხდა, რის შემდეგაც რეპეშაჟში სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანს სძლია.
პირველივე წრეში გამოვარდა ორი ქართველი – ფრიდონ გიგანი არტურ მარგელიდონთან, ხოლო თორნიკე გვიჩიანი – ბრიტანელ ერიკ ჰამთან.
81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ყატარელი ჰალილ რებახი, ყაზახი დიდარ ჰამზა, აზერბაიჯანელუ მურად ფატიევი მიყოლებით დაამარცხა. ნახევარფინალური ბრძოლა კი, სამი ჩუჩისთან დათმო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მისი მეტოქე რუსი ალან ხუბეცოვი იყო და ჩვენებურმა მხოლოდ ბრინჯაო იკმარა.
გიორგი შერაზადაშვილი რუს ტურკალ ტერპაევი, დიმიტრი გოჩილაიძე მონღოლ დაგვასურენ ნიამსურენთან და გიგა გიგაური ესპანელ ალფონსო სოლანასთან პირველივე წრეში გამოვარდნენ. ისევე როგორც ინდირა სილაგაძე და მარიამ ჭანტურია ქალთა შორის.