25 მარტს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები დაიწყო და გვარიანი სენსაციებიც დაფიქსირდა. ერთ-ერთი არის ნიდერლანდების ნაკრების მარცხი (2:4) თურქეთში.
წაგებაც არის, და წაგებაც – ასეთი უსახური და უფანტაზიო ნიდერლანდები არ გვინახავს.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური მაინც მშვიდად არის.
„მწარე მარცხია, მაგრამ ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. ეს მხოლოდ შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი იყო. წინ კიდევ ცხრა თამაშია და ქულები ასე აღარ უნდა გავანიავოთ. რატომ ვარ მშვიდად? ტირილს ნამდვილად არ ვაპირებ. ჩვენ ღირსეულ მოწინააღმდეგესთან წავაგეთ. თურქეთის ნაკრების მხარეს იღბალიც იყო. ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, მაგრამ გოლები ჩვენ გავუშვით. შესვენების შემდეგ ტემპის მომატება გვჭირდებოდა, რაც არ გამოგვივიდა. თურქეთის ნაკრები ძალიან ეფექტურად გამოიყურებოდა“, – თქვა დე ბურმა.