შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში 17 წლის ქართველმა სპორტსმენმა ალინა ურუშაძე ფინალურ რაუნდში გასვლა მოახერხა.
ურუშაძემ მოკლე პროგრამაში 59.89 ქულა (32.36 ტექნიკური ელემენტებისთვის+27.53 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღო, რაც მე-18 შედეგია. ფინალში კი, 24 საუკეთესო გავიდა.
დღესვე, მსოფლიოს პირველობაზე ძალებს სპორტული წყვილები სცდიან და ყინულზე საქართველოს ნაკრების წევრების – 16 წლის ანასტასია მეტელკინასა და 21 წლის დანილ პარკმანის დუეტიც სცდის, ვისთვისაც საქართველოს სახელით მონაწილეობა პირველი იქნება.
შვედეთშივე იაპარეზებს 26 წლის მორის ყვითელაშვილი, რომელიც წინა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
