No description available.ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში დაბრუნდა. როცა პრესკონფერენციაზე ჰკითხეს რას ფიქრობს მისი ოჯახი ნაკრებში დაბრუნებაზე, უცებ ცრემლები წამოუვიდა, თუმც თავი მალევე შეიკავა და თქვა: ღმერთი დაბრუნდა!

„როცა ნაკრებიდან წავედი, ჩემი უმცროსი შვილი ვინსენტი ტიროდა. მაგრამ ახლა ყველაფერი დამთავრდა, მე ისევ ნაკრებში ვარ. შინ ორი პატარა ბიჭი მყავს. ისინი ერთთავად ბურთს თამაშობენ. ცოლი ხშირად მირეკავს და მთხოვს, ბავშვებს ვუთხრა გაჩერდნენ, მაგრამ მე ვეუბნები: არა, ითამაშონ, რადგან ჩვენ შეგვიძლია იმ ნივთების ყიდვა, რომლებსაც დაამტვრევენ.

ნაკრებში იმიტომ არ ვარ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მქვია. უბრალოდ, ვიმსახურებ აქ ყოფნას. კიდევ შემიძლია წვლილი შევიტანო ნაკრების წარმატებაში“, – ამბობს იბრა.

ზლატანმა ისიც დაამატა, რომ  თუკი მთავარი მწვრთნელი არ იტყვის, ანდრეას გრანკვისტს კაპიტნობას არ შეეცილება.

ასე რომ, დიდი ალბათობით, „დიდი ზლატანი“ 25 მარტს, საქართველოსთან შესარჩევ მატჩში დაბრუნდება მშობლიურ გუნდს.