May be an image of 2 ადამიანი, people playing sports და გარეთ
სამტრედიაში თრილერი გათამაშდა, რომელიც ბოლოს ლოკომოტივის გამარჯვებით დამთავრდა

მეხუთე ტურში გაიმართა მატჩი, როგორიც საქართველოში კარგა ხანია აღარ გვინახავს. წვიმიან სამტრედიაში შვიდგოლიანი თრილერი გათამაშდა. სტუმარი „ლოკომოტივი“ ნახევარი საათის თავზე სამბურთიანი უპირატესობით იგებდა, მაგრამ გია ცეცაძის „სამტრედიამ“ შესანიშნავი „დაბრუნება“ შემოგვთავაზა. ისეთი, „მანჩესტერ იუნაიტედს“ რომ უყვარს ხოლმე. გაათანაბრა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა 3:4.

7 გოლის გარდა, ვნახეთ ორი ავტოგოლი, გაძევება… მოკლედ, ცოცხალი ფეხბურთი ვიხილეთ. ყველაფერი ის, რისთვისაც გვიყვარს ეს თამაში.

„ლოკომოტივმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო, „დინამოს“ წამოეწია და ლიდერებში გაერია. „სამტრედია“კი ცხრილის მიხედვით უიმედო აუტსაიდერს ჰგავს, მაგრამ ამ თამაშმა ალბათ მათ გულშემატკივრებს მომავლის იმედი ჩაუსახა.

რკინიგზელებს უკვე მეორედ ლაშა ჭაღიაშვილმა უთავკაცა. მათ მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს კოვიდპრობლემები აქვს.

დისკვალიფიციერბული თავკაცი დაუბრუნდა თბილისის „დინამოს.“ გიორგი ნემსაძის გამოჩენა სასარგებლო გამოდგა ჩემპიონებისთვის. მათ დიდი ანგარიშით მოუგეს „თელავს“ სტუმრად – 3:0. მოგეხსენებათ, „თელავი“ კერკეტი გუნდია და მისი გატეხვა ყველას ძალიან უჭირს.

May be an image of 3 ადამიანი, people playing football და გარეთ
0:3 – თელაველები დინამოს ვერ გადაეღობნენ

დინამოელებმა სამივე ბურთი ცხრა წუთის ინტერვალში შეაგდეს. ანგარიში თბილისელთა სერბმა ახალწვეულმა, ზორან მარუშიჩმა გახსნა. ეს მისი მესამე გოლი გამოდგა მიმდინარე სეზონში და ბომბარდირთა დავაშიც ერთპიროვნულად დაწინაურდა.

კიდევ ერთი კარგი ამბავი დინამოელთათვის. 73-ე წუთზე საბა ხვადაგიანის ნაცვლად, მინდორზე მათი ნიჭიერი მარცხენაფლანგელი, ლევან ხარაბაძე გამოჩნდა ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ.

ტურის დასკვნით მატჩში, ლიდერი „დილა“ „ტორპედოსთან“ შინ 55-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ ბრაზილიელი ვანდერსონ სილვას პენალტით გაათანაბრა და პირველი ადგილი შეინარჩუნა. თუმცა, ეს ანგარიში შიდაქართლელბს მაინც პასივში უნდა ჩავუთვალოთ.

ჩემპიონობის კიდევ ერთი კანდიდატი, ბათუმის „დინამო“ უგოლოდ დაშორდა „მიხეილ მესხზე“ „საბურთალოს.“

დებიუტანტების, „შუქურასა“ და „სამგურალის“ შეხვედრაში კი ზღვისპირელებმა ზესტაფონში იძალეს – 2:0.

ახლა ეროვნულ ლიგაში სანაკრებო პაუზა გამოცხადდება და მომდევნო, მე-6 ტურის შეხვედრები უკვე 2-3 აპრილს გაიმართება.

შუქურა 2:0 სამგურალი (ზესტაფონში)

1:0 სარდალიშვილი (15), 2:0 ჩელებაძე (90+3 პენ)

გაძევება: ქურდაძე (90+2, ორი ყვითელი) – სამგურალი

თელავი 0:3 დინამო

0:1 მარუშიჩი (63), 0:2 სპორკსლედე (65), 0:3 რადინი (72)

სამტრედია 3:4 ლოკომოტივი

0:1 სამბუ (20 საკ. კარში), 0:2 სამურკასოვი (32), 0:3 კირკიტაძე (34), 1:3 სამურკასოვი (62 საკ. კარში), 2:3 იოსელიანი (70), 3:3 ლომთაძე (71), 3:4 სიხარულიძე (83)

გაძევება: რობაქიძე (90 ორი ყვითელი) – სამტრედია

დილა 1:1 ტორპედო

0:1 რეკიში (48), 1:1 სილვა (55 პენ)

საბურთალო 0:0 ბათუმი

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი21127239:1543
დინამო21132632:1741
დილა21105624:2035
ლოკომოტივი21103836:3333
საბურთალო2088428:2132
სამგურალი2077620:2228
ტორპედო20310718:2119
თელავი20461017:3318
შუქურა2038916:2817
სამტრედია20241418:3810

მეგოლეები: ზორან მარუშიჩი (დინამო) – 3, ფადი ზიდანი (ტორპედო), ლაშა შერგელაშვილი (თელავი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი გაბედავა (დინამო), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), ვანდერსონ სილვა (დილა)  – 2