WNBA superstar Sue Bird rates sports coverage and finds room for improvement - Nieman Reportsრას ნიშნავს ამერიკელებისთვის NBA  და რამხელა ფული ტრიალებს, ალბათ, ყველას კარგად მოგეხსენებათ. თუმცა, საამისოდ, მცირე სტატისტიკურ მაგალითსაც მოგიყვანთ.

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრომ ჯეიმსი 174-ჯერ მეტ თანხას გამოიმუშავებს, ვიდრე ქალთა ლიგის, WNBA-ს სუპერვარსკლვი სიუ ბიორდი.

ორივეს 17 სეზონი აქვთ გატარებული, ბიორდს უკვე ოთხი ბეჭედი აქვს. და მაინც, 2020 წელს ლებრონმა 37,44 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ბიორდმა სულ რაღაც 215 ათასი. წინა სეზონში მარტო ჩემპიონობისთვის ჯეიმსმა 370.000 დოლარი მიიღო, ხოლო სიუმ 32-ჯერ ნაკლები – 11.000.

კარიერის მანძილზე ბიორდმა 8 მილიონს მოუყარა თავი. აქ გათვალისწინებულია სასპონსორო ხელშეკრულებებიც, ლებრონი კი ამ წელიწადში მილიარდს გადააჭარბებს და ამ მაჩვენებლით მეხუთე მოქმედი სპორტსმენი გახდება.

გარდა იმისა, რომ ბიორდს WNBA ოთხი ბეჭედი აქვს, ასევე 4-4 ოქრო მოიგო ოლიმპიურ თამაშებზე (2004, 2008, 2012, 2016) და მსოფლიო ჩემპიონატზე (2002, 2010, 2014, 2018).