ლევან მაისაშვილმა დაასახელა ის 23 ბორჯღალოსანი, ვინც 20 მარტს რუსეთის ნაკრებს „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მესამე ტურში დაუპირისპირდება.

რაზმში ახალი არავინაა. ყველამ ან პირველ ტურში ითამაშა, ან მეორეში, ანაც ორივეში. ერთი ქუთაისელი გიორგი ბაბუნაშვილი დარჩა, ვინც პორტუგალიაშიც და ესპანეთშიც მარქაფაში იყო, მაგრამ თამაშში ჩართვის საშუალება არ მიცემია. მაისაშვილის თქმით, მის პოზიციაზე ყველაფერი იმდენად კარგად იყო, რომ საერთო სურათის დარღვევა ვერ გარისკა. იმედია, ნიჭიერი მგეზავი კალინინგრადში მაინც გავა მინდორზე და მისი სანაკრებო დებიუტიც შედგება.

No description available.ეს იქნება ბორჯღალოსნებისა და „დათვების“ 25-ე დაპირისპირება ქართველთა მხარეს 22 მოგებაა, ერთხელ ფრე დაფიქსირდა და ერთხელაც რუსებმა მოიგეს, ოღონდ ეგ 1993-ში მოხდა და მას მერე რუსეთის ნაკრები, ქალაქურად რომ ვთქვათ, „ჩვენი ბულკია“.

ჰო, და კიდევ: კრასნოდარისა და კრასნოიარსკის ნაცვლად წლეულს კალინინგრადში გვიმასპიძლებენ. ეტყობა, „წითელი“ ქალაქები ცუდად დაცადეს, თუმცა განა კალინინ-გრადი სხვა ფერისაა?

ქართვლთა რაზმი რუსებთან შერკინებისთვის

  1. ბექა გიგაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ჯაიანი, 5. დავით გიგაური, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია, 9. გელა აფრასიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 15. დავით ნინიაშვილი.

მარქაფა

16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ირაკლი ცხადაძე, 21. მიხეილ ალანია, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. სოსო მათიაშვილი.