ნიონშივე გაირკვა ის წყვილები, რომელიც უეფას ევროპის ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
გუნდები ასე დაწყვილდნენ:
გრანადა-მანჩესტერი
არსენალი-სლავია
აიაქსი-რომა
დინამო (ზ)-ვილიარეალი
მეოთხედფინალის პირველი მატჩები 8 აპრილს ჩატარდება, საპასუხო – 15 აპრილს.
ერთ ნახევარფინალში პირველი და მესამე წყვილში გამარჯვებულები შეხვდებიან ერთმანეთს, ხოლო მეორეში მეოთხე და მეორეში მოგებულები.
მატჩები პირველად დასახელებული გუნდების მოედნებზე ჩატარდება.