შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად გუნდები ასე დაწყვილდნენ:

სიტი-დორტმუნდი

პორტუ-ჩელსი

ბაიერნი-პსჟ

რეალი-ლივერპული

მეოთხედფინალის პირველი მატჩები, პირველად დასახელებული გუნდების მოედნებზე 6/7 აპრილს გაიმართება, საპასუხო – 13/14 აპრილს.

ცნობილია ისიც, რომ ნახევარფინალში მესამე წყვილში გამარჯვებული შეხვდება პირველ წყვილში უმჯობესს, ხოლო მეოთხე წყვილიდან გასული – მეორეში მოგებულს.