ჯერ იყო და, „მოწმენდილ ცაზე“ მეხივით გავარდა ცნობა იმის შესახებ, რომ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტომ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძის არჩევის განაცხადიც დაახარვეზაო.

მაგრამ დღესვე ყველაფერი „დალაგდა“ – რეესტრმა მიიღო დაწუნებული მხარისგან დამატებითი საბუთები 10 მარტის საერთო კრების შესახებ და პრეზიდენტის არჩევნები კანონიერად სცნო.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბატონი ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას დღეიდან შეუდგა…

Ioseb Tkemaladze Elected Georgia Rugby Union President - Rugby