
წლის პირველ მატჩს საქართველო 25 მარტს სტუმრად, შვედეთში გამართავს, სადაც შედგება კიდეც ნაკრების ახალი თავკაცის დებიუტი. შვედეთის შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდი თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი საბერძნეთში ითამაშებს. ამ მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება.
ვილი სანიოლმა მისი პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში რამდენიმე დებიუტანტია. საფრანგეთში დაბადებული ბელგიური „სერენის“ 20 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის „ლოკომოტივის“ 20 წლის მეკარე – გიორგი მამარდაშვილი, ბათუმის „დინამოს“ 24 წლის მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული „ვოლფსბერგის“ მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე. სამაგიეროდ და გასაკვირად, სიაში ვერ ვხედათ ესპანური ამერიას მეკარე გიორგი მაკარიძეს.
ნაკრებშია ბუდუ ზივზივაძეც, რომელსაც ვლადიმირ ვაისი ბოლო პერიოდში არ იძახებდა. ასევე, კარგა ხნის შესვენების შემდეგ გამოიძახეს გიორგი ბერიძე, რომელიც მშვენიერ სეზონს ატარებს უნგრეთში. აღსანიშნავია ლაშა პარუნაშვილის ეროვნულ გუნდში დაბრუნებაც… ისე, საკითხავი კია, ერთი თვის დანიშნულმა მწვრთნელმა 20 ლეგიონერის თამაში სად ნახა?! დიახ, სწორედ 20 ფეხბურთელი არის სანიოლის რჩეულთა შორის ისეთი, რომელიც უცხოეთში თამაშობს. ეროვნული ლიგიდან, რომლის მატჩებსაც სანიოლი პოსტზე დანიშვნიდან ესწრებოდა, სულ – 5. დანარცენი ვნახოთ, ყველაზე მეტყველი შედეგი იქნება