რასაკვირველია, ესპანეთს უფრი მაღალი კლასის სარაგბო ნაკრები ჰყავს, ვიდრე პორტუგალიას. ამიტომაც იყო, რომ ყველა ელოდა ბორჯღალოსნები მხრიდან დასკვნით 20 წუთში მომატებას და „ლომებისთვის“ კუთვნილი ადგილის მიჩენას, მაგრამ კინაღამ პირიქით მოხდა.

„რაგბი ევროპის“ მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები მადრიდის „სენტრალ უნივერსიტარიოს“ გაზონზე მასპინძელთა ეროვნულ გუნდს ერკინებოდა და ფავორიტადაც მიიჩნეოდა მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი მოქმედ ჩემპიონს მასპინძლობდა და წინასამატჩო პროგნოზებიც უფრო ფრთხილი უნდა ყოფილიყო.

May be an image of 3 ადამიანი, people playing football და გარეთმაგრამ ჩვენში დამკვიდრებული აზრი, თითქოს ქართველები ამ დონეს დიდი ხანია გაცდნენ, ფსიქოლოგიურად აწვება მორაგბეებს და კონცენტრირებაშიც ხელს უშლის. თუმცა უფერულ თამაშს სხვა მიზეზებიც აქვს.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, პირველი ტაიმი 10:10 მორჩა, ხოლო მატჩი – 25:19 ქართველთა სასარგებლოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები 9 ქულით სატურნირო ცხრილს კვლავინდებურად სათავეში უდგას.

მაგრამ მაინც: ამდენი შეცდომა მართლაც საგანგაშოა. წარმოუდგენელია, რომ ისეთმა გამოცდილმა კვაჭებმა, როგორებიც მამუკაშვილი და ბრეგვაძე არიან, ვარჯიშებზე მილიონჯერ დამუშავებულ ბურთის დერეფანში შეგდებას თამაშისას ხეირიანად ვერ ახერხებდნენ. არ ვიცი, ეს რით აიხსნება, მაგრამ მათმა შეცდომებმა უამრავი კარგი შანსი გაგვიქარწყლა და ესპანელებს კი პირიქით, შესაძლებლობები შეუქმნა.

May be an image of 8 ადამიანი, people playing football და გარეთშევდომებს განა სხვები არ უშვებდნენ, მაგრამ შალვას და ჯაბას არაზუსტი მოქმედებები კინაღამ ძვირად დაგვიჯდა.

ბევრ ჩვენებურს კი კარგი მატჩი ჰქონდა, მათ შორის გაჩეჩილაძეს, აფრასიძეს და რაღა თქმა უნდა, კაპიტან შარიქაძეს. მერაბი დაცვაში შეუდარებელი იყო და შეტევაში ტაბუცაძის ლელოც, მთლიანად მისი დამსახურებაა.

20 მარტს კალინინგრადში საქართველოს ნაკრები მესამე ტურის მატჩში რუსეთს შეხვდება და იმედია, გამარჯვებას უკეთესი თამაშით მიაღწევს…

May be an image of 4 ადამიანი, people playing sports და გარეთ