დოჰა ბასილაშვილის არის

Home კატეგორიის გარეშე დოჰა ბასილაშვილის არის
დოჰა ბასილაშვილის არის

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში 7:6, 6:2 დაამარცხა ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი და კარიერაში მეოთხე ტიტული მოიგო.

პირველი სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა. ჩვენებურმა 7:4 მოიგო. მანამდე კი ორივე ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებას იგებდა.

თანაბრად დაიწყო მეორე სეტიც, მაგრამ დაკვნითი ნაწილი ბასილაშვილმა უკეთ ჩაატარა, ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და 6:2 იმარჯვა.

ბასილაშვილს მომდევნო ტურნირი დუბაიში ელის, რომელიც მომავალ კვირაში დაიწყება.

May be an image of 1 ადამიანი

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...