Roberto Bautista-Agut: ´ The Top 10 Have started losing more matches recently´Nikoloz Basilashvili: Georgian tennis star charged with assaulting ex-wife - BBC Newsსაათსა და 15 წუთში დაამარცხა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელი ტაილორ ფრიცი და დოჰას საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში იმარჯვა. არადა, ნიკოლოზმა ცუდად დაიწყო და მეორე გეიმივე დათმო. ბევრი აქაც სამსეტიანი ბრძოლისთვის განაწყო, მაგრამ მერე და მერე მან უმაღლეს დონეზე ითამაშა, იქვე უკუბრეიქი გააკეთა, თამაში გაათანაბრა და მერე ტაიბერიკზეც იმარჯვა – 7:2.

ჩვენიანი მეორე სეტში უკვე შეუჩერებელი იყო. ჯერ 3:0 დაწინაურდა, შემდეგ მეტოქეს მხოლოდ ერთი ქულის აღების საშუალება მისცა და საბოლოოდ 6:1 მოიგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სატიტულო მატჩში ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება, რომელმაც 6:3, 6:3 მოუგო რუს ალექსანდრ რუბლიოვს.

ჯონ მილმანი, მალეკ ჯაზირი, მაესტრო როჯერ ფედერერი, ტაილორ ფრიცი და … ბასილაშვილი და ბაუტისტა-აგუტი აქამდე ოთხჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, სამჯერ ესპანელმა იმარჯვა, ერთხელ, დუბაიში 2019 წელს, ჩვენიანმა…