ბოლოს და ბოლოს „ლივერპულმა” შინ მოიგო. მართალია ეს 1700 კილომეტრის მოშორებით, ბუდაპეშტში მოხდა, მაგრამ ფორმალურად მასპინძლები მერსისაიდელები იყვნენ. ლაპარაკია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაზე „ლაიფციგის” წინააღმდეგ, რომელიც 2:0 დასრულდა და „ლივერული” მეოთხედფინალში გავიდა.
არადა, პირველ ტაიმში ინგლისის ჩემპიონმა ხელსაყრელი მომენტები გაუშვა ხელიდან. ვინ იცის, ქომაგებმა კიდეც იფიქრეს, რომ ისევ ნავსთან და ხელის მოცარვასთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ შესვენების შემდეგ მო სალაჰისა და სადიო მანეს გოლებმა ორი შეხვედრის ჯამური ანგარიში 4:0 გახადა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
