May be an image of 2 ადამიანი, people playing sports და გარეთ
გიული მანჯგალაძემ „დინამოს“ ულამაზესი გოლი გაუტანა

ეროვნული ლიგის მე-3 ტურში ანტირეკორდი დამყარდა – 5 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გავიდა, რაც ძალიან ცუდია. ოთხშაბათს, მეორე სათამაშო დღეს, სულაც სამივე შეხვედრა უგოლოდ დასრულდა…

ტურის მთავარი ამბავი „დინამო არენაზე“ მოხდა. ერთმანეთს ტიტულის მაძიებლები – თბილისისა და ბათუმის დინამოელები შეხვდნენ. ამჯერად დუელი ზღვისპირელთა გამარჯვებით დასრულდა. მათ დამსახურებულად მოიგეს. ერთადერთი გოლი  66-ე წუთზე გიული მანჯგალაძის ულამაზეს დარტყმას მოჰყვა.

ვნახეთ ლევან მჭედლიძის ბათუმური დებიუტიც. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა მინდორზე ბოლო 15 წუთი დაჰყო.

ვიპ-ლოჟაში ჩვენი ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი იჯდა თავის ასისტენტებთან ერთად და დაკვირვებით უცქერდა თამაშს. ნეტავ, რას ფიქრობს ჩვენს ფეხბურთელებზე?

ლიდერმა „დილამ“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა, რაც ორივე გუნდის მეკარეების ლუკა გუგეშაშვილისა და გიორგი მამარდაშვილის კარგი თამაშის „ბრალიც“ გახლდათ.

გორელებს მოგებაც შეეძლოთ. 81-ე წუთზე მსაჯმა სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მაგრამ ირაკლი ბიძინაშვილის დარტყმული ბურთი, გასული სეზონის საუკეთესო მეკარემ, მამარდაშვილმა მოიგერია.

გიორგი მამარდაშვილმა „დილას“ პენალტი არ გაატანინა

სხვათა შორის, სტუმართა თავკაცმა, გია ჭიაბრიშვილმა გურამ კაშია ამჯერად მარცხენა ფრთაზე გაამწესა. რომელსაც ძირითადად მკვირცხლი ირაკლი ბუღრიძის წინააღმდეგ უწევდა თამაში. წინა მატჩში „თელავთან,“ გურამი მარჯვნივ ირჯებოდა.

მიმდინარე ჩემპიონატში გორელებმა პირველად  ვერ მოიგეს. ახლა მათ ბათუმელების დარად 7 ქულა მოუგროვდათ, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით, ისევ ლიდერობენ.

დებიუტანტმა „შუქურამ“ პირველად გაიმარჯვა სეზონში. ზესტაფონში 1:0 მოუგო „სამტრედიას.“ მათმა 32 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ჯეფერსონ ჯერალდომ ისეთი გაიტანა ვარდნაში, ტურის კი არა, შეიძლება ჩემპიონატის საუკეთესო გოლიც გამოდგეს.

პირველი ქულა მოიპოვა „ტორპედომ.“ ცხადია, ამ წყვილის ფავორიტი „საბურთალო“ იყო. ლევან კორღალიძის შეგირდებს ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს სტუმართა დაცვას. თან 77-ე წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ, მსაჯმა თორნიკე ძებნიაურს უკმაყოფილების გამოხატვისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მინდვრიდან დაითხოვა.

შუქურა 1:0 სამტრედია (ზესტაფონში)

1:0 ჯერალდო (77)

დინამო 0:1 ბათუმი

0:1 მანჯგალაძე (66)

დილა 0:0 ლოკომოტივი

81-ე წუთზე ბიძინაშვილმა (დილა) ვერ გაიტანა პენალტი

თელავი 0:0 სამგურალი (რუსთავში)

საბურთალო 0:0 ტორპედო

გაძევება: ძებნიაური (77) – საბურთალო

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621