ერლინგ ჰოლანდს გოლი გოლზე გააქვს: „დორტმუნდმა” და „სევილიამ” 2:2 ითამაშეს, მასპინძელთაგან ორივე ჰოლანდმა შეაგდო. პირველი შეხვედრა გერმანულ გუნდს ჰქონდა მოგებული 3:2, ასე რომ, ესპანელებმა ჩამორჩენა ვერ გამოასწორეს.

„მანჩესტერ სიტის”, „მანჩესტერ იუნაიტედის” და ბევრი სხვა ბობოლას სამიზნე, 20 წლის ნორვეგიელი თავდამხმელი საოცარ რეკორდებს ამყარებს — ჩემპიონთა ლიგაში სულ 14 მატჩი აქვს ნათამაშები და უკვე 20 გოლი გაიტანა.

შეადარეთ: წინა რეკორდსმენს, „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ფორვარდ ჰარი კეინს 20 გოლის გასატანად 24 მატჩი დასჭირდა.

ჰოლანდმა ანგარიში 35-ე წუთზე გახსნა. ამ შეხვედრაში ეს იყო პირველი ეპიზოდი, როდესაც „დორტმუნდის” თავდამსხმელს მეტოქის საჯარიმოში ბურთთან შეხების საშუალება მიეცა. მეორე გოლი კი მან 54-ე წუთზე პენალტით გაიტანა.

ამის შემდეგ სევილიელების, უფრო სწორედ კი მაროკოელი იუსეფ ენ ნესირის ჯერი დადგა. მან 69-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეამცირა სხვაობა, მსაჯის წამატებული დროის მე-6 წუთზე კი ანგარიში გაქვითა.

ამრიგად, ერლინგ ჰოლანდის შესანიშნავი თამაშის წყალობით, „შავ-ყვითლებმა” შეხვედრის ნერვიულ ბოლო წუთებს თავი აარიდეს და ისე გავიდნენ მეოთხდფინალში.

ორ შეხვედრაში, დორტმუნდელთა მიერ „სევილიას” კარში გატანილი 5 გოლიდან 4 ნორვეგიელმა გაიტანა.