ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრა საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს სტუმრადაც მოუგო (3:2) და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა.
მატჩი დაძაბული გამოდგა. დასაწყისი ჩვენების იყო – ავთანდილ ასათიანის გუნდი ნიკოლოზ კურტანიძისა და ბინიოს გოლებით 2:0 დაწინაურდა.
ამის შემდეგ უპირატესობა სომხებმა იგდეს ხელთ და პირველ ტაიმში ერთი გოლი გაქვითეს, ხოლო მეორეს დასაწყისში ანგარიში გაათანაბრეს.
ევროპაზე გასასვლელად საქართველოს ფრე არ აწყობდა და ელისანდრუმ სუპერგოლით გუნდს შანსი შეუნარჩუნა.
ჯგუფს ოთხი ტურის შემდეგ 12 ქულით რუსეთი ლიდერობს, საქართველო 7 ქულით მეორეა, საფრანგეთს 2 ქულა აქვს, სომხეთს – 1.
მომდევნო მატჩი ჩვენებს, 9 აპრილს საფრანგეთთან შინ ელით, ხოლო 12 აპრილს მოსკოვში რუსეთს ესტუმრებიან.