I had the opportunity to train with Roger Federer and...', says young aceერთწლიანი პაუზის შემდეგ დოჰაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე კორტს დაუბრუნდება „დიდი მუზარადის“ 20-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი.

შვეიცარიელი მეტოქეს ელოდება და მის ვინაობას ფრანგი ჯერემი ჩარდი და ბრიტანელი დანიელ ევანსი გაარკვევენ.

როგორც ჩანს, ფედერერი ჩვეულ ფორმაში არ არის და ამას თავადაც აღიარებს.

„სასურველ კონდეციებში არ ვარ, რადგან დიდი ხანია არ მითამაშია. ტკივილებს ვაკონტროლებ, მაგრამ მთავარია საკუთარ სხეულს ვენდო. კორტზე დიდი ფიქრის დრო არ მექნება, რადგან მეტოქეები ამის უფლებას არ მომცემენ. თუმცა, თუ შევადარებთ ხუთი თვის წინანდელ სიტუაციას, ამჯერად ბევრად უკეთესია – შემიძლია ხუთი დღის განმავლობაში სამი საათი ვითამაშო“, – აცხადებს ფედერერი.

დიდი შანსია დოჰაში ფედერერისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის გზები გადაიკვეთოს. მეორე წრეში ბასილაშვილი ხორვატ ბორნა ჩორიჩსა და ტუნისელ მალეკ ჯაზირს შორის გამარჯვებულს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ხორვატი ტურნირიდან ჩაეხსნა. ჯაზირს კი თამაში სლოვაკ ნორბერტ კომბოსთან მოუწევს. გადაულახავი ბარიერი არც ერთი არის, ამიტომაც ველოდებით ბასილაშვილისა და ფედერერის მატჩს…