იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოლიმპიურ თამაშებზე უცხოელი ქომაგები არ დაიშვებიან.

ამ სპორტული ზეიმის ცოცხლად ხილვის საშუალება და ისიც შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ იაპონელებს ექნებათ.

Is this Tokyo 2020 logo better than the official design? | Creative Bloqმიზეზი, ბუნებრივია, პანდემიაა. თვის ბოლომდე იაპონიის მთავრობა და ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტი დისტანციურ შეხვედრას გამართავენ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან და ამ საკითხს ოფიციალურად დაადასტურებენ.

ჯერჯერობით ოლიმპიადის გამართვის თარიღად 23 ივლისი – 8 აგვისტოა დადგენილი, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, ზუსტი პროგნოზების გაკეთება ნაადრევია.