Liverpool Fans Dream of Mbappé on Social Media - PSG Talk„პარი სენ-ჟერმენის“ 22 წლის ფორვარდმა კილიამ მბაპემ ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის დეტალები პირდაპირ გამოუცხადა. ფრანგი ფეხბურთელი წელიწადში 35 მილიონ ევროს ითხოვს, იმდენს, რამდენიც ნეიმარს აქვს.

ფრანგული მედია წერს, რომ პსჟ ამის გადამხდელი არ არის და ფეხბურთელს კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გაყიდის, მის სანაცვლოდ რომ სატრანსფერო თანხა აიღოს.

პარიზული კლუბი კი საკმაოდ მადიანია და მბაპეში არანაკლებ 200 მილიონს ითხოვს. ფეხბურთელის შეძენის მთავარი პრეტენდეტები „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ არიან, თუმცა ესპანური გრანდები ფეხბურთელის ფასის დაგდებას 150 მილიონ ევრომდე ცდილობენ.

დიდი ალბათობით, ესპანურ გუნდებთან კონკურენციას გამოაკლდება „მანჩესტერ სიტი“, რომელსაც კლუბში არსებული სახელფასო სტრუქტურის დარღვევა არ სურს.

ამასობაში გააქტიურდნენ „ლივერპულის“ გულშემატკივრებიც და ფრანგის საკუთარ გუნდში ხილვა მოისურვეს. ჰოდა, რაკი მერსისაიდულ კლუბს მისი შესაძენი ფინანსები არ აქვს, გამოსავალი ფანებმა ნახეს და კილიანის შესაძენად ფულის აგროვება დაიწყეს.

„ლივერპულს“ მსოფლიოში 100 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს. ისინი ფიქრობენ, რომ თუ თითოეული მათგანი ორ ევროს გადაიხდის, სასურველი თანხა შეგროვდება და კლუბი მბაპესთან მოლაპარაკებების დაწყებას შეძლებს.

„გავერთიანდეთ, რათა კლუბის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ტრანსფერი გავაცოცხლოთ. მოდით, შევქმნათ ისტორია“, – წერია ქომაგთა განცხადებაში.