Nikoloz Basilashvili to move up to No.16 in ATP rankings - 1TVნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიგო. არადა, გასული წლის მარტის შემდეგ ორად-ორი მოგება იანვარში გამოერია და სულ ეს იყო.

დოჰას საკმაოდ პრესტიჟული ტურნირის პირველ წრეში კი ბასილაშვილმა ავსტრალიელი ჯეიმს მილმანი გააკრა კორტს – 2:6, 6:4, 6:2.

არადა, ჩვენებურმა ისე დაიწყო, იფიქრებდით, ბოლო დროინდელ „ტრადიციას“ აგრძელებსო. პირველ სეტში 2:6 წააგო და…

მეორე სეტიდან კორტზე სხვა ბასილაშვილი იდგა და 6:4 მოიგო. მესამე სეტში კი, ის ნიკოლოზი გაგვახსენდა, ორიოდე წლის წინ რომ ჩოგნაობდა – ჩვენიანმა ავსტრალიელი უშანსოდ დატოვა – 6:2.

მეორე წრეში ბასილაშვილი ხორვატ ბორნა ჩორიჩსა და ტუნისელ მალეკ ჯაზირის შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს ეტაპიც თუ გაიარა – თვით როჯერ ფედერერი დახვდება, რომელიც ტრავმის შემდეგ სწორედ დოჰაში დაბრუნდა.