18 წლის ილაიშ მორიბა, რომელსაც სინამდვილეში მორიბა კურუმა კურუმა ჰქვია, „ოსასუნასთან” შეხვედრას არასდროს დაივიწყებს. ესპანეთის ასაკობრივი ნაკრებისა და „ბარსელონას” ნახევარმცველმა პირველი გოლი გაიტანა.

„ახლაც ვერ ვიჯერებ, — თქვა მან მატჩის შემდეგ, — ლეომ პასი მომაწოდა, მე კი არ ვიცი როგორ, ის გავისწორე და ბედად, მარცხენა ფეხით, კარში შევაგდე. ეს არასდროს დამავიწყდება. საფლავში ჩავიყოლებ. მინდა ჩემი პირველი გოლი მივუძღვნა დედას, მამას და მთელს ოჯახს.

ფეხბურთზე იმიტომ შევედი, რომ გოლის გატანა მიყვარს. გოლი ჩემთვის ყველაფერია. გოლები რომ არა, მეკარე ვიქნებოდი.

ბოლო ხანია რონალდ კუმანი მთავარ გუნდთან ერთად მავარჯიშებს. ძალიან მომწონს, რომ ვარჯიშები საბრძოლო ხასიათისაა, არ აქვს მნიშვნელობა ახალგაზრდა ხარ თუ ვეტერანი. ჩვენ, უფროსი ფეხბურთელებისგან ვსწავლობთ. ისინი ძალიან გვეხმარებიან.

თამაშის მსვლელობისას მესიმ მითხრა, წინ წადი და გოლის გატანა სცადეო. სწორედ ეს გავაკეთე.

ძალიან მიხარია, რომ ჩემი პირველი გოლი ზუსტად იმ სტადიონზე და იმ კარში შევაგდე, სადაც თავისი პირველი გოლი გაიტანა ანსუ ფატიმ. ანსუ ჩემთვის ძმასავით არის. ჩვენ ბევრი წელია ერთად მოვდივართ. ის ოჯახის წევრად მიმაჩნია”.

„ბარსელონამ” პამპლონაში „ოსასუნას” 2:0 მოუგო. პირველი გოლი ჟორდი ალბამ გაიტანა.