May be an image of 2 ადამიანი, people playing sports და გარეთ
ბათუმის „დინამომ“ (ლურჯებში) ქობულეთის „შუქურას“ გორში უმასპინძლა

საინტერესოდ დაიწყო 33-ე ეროვნული. აი, პირველ ტურში დებიუტი ქუთაისელ ზიდანს ჰქონდა, ამჯერად საქართველოს ჩემპიონატში მალდინიც გამოჩნდა… ის „თელავის“ მარცხენა მცველია და „ლოკომოტივთან“ შეხვედრაში მინდორზე 70-ე წუთზე გამოჩნდა ცოტნე კაპანაძის ნაცვლად. გამოვიდა და სამ წუთში მის შეცდომას გოლი მოჰყვა. ბურთს საკუთარ საჯარიმოში თანაგუნდელს აწოდებდა, გადაცემა მამია გავაშელშვილმა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა.

პაბლო მალდინი 20 წლის ბრაზილიელია და „ფლამენგოს“ 20 – წლამდელთა გუნდში თამაშობდა. მისი ნამდვილი გვარ-სახელი პაბლო კარნეირო ფრეიტასია. ერთხელ თურმე თამაშის დროს მისთვის პარტნიორს მალდინი დაუძახია, პაბლოსაც მოსწონებია თიკუნი და მალდინი დაურქმევია. მოგეხსენებათ, ეს ბრაზილიელ ფეხბურთელებში ჩვეულებრივი მოვლენაა, თითქმის ყველა მეტსახელებით თამაშობს.

მართალია, დებიუტი იღბლიანი ვერ გამოუვიდა, მაგრამ თელაველთა მწვრთნელები ამბობენ, ბოლო დროს ცოტა უთამაშებელია, ფორმაში შევა და სხვაზე ნაკლები არ იქნებაო.

ამავე მატჩში კიდევ ერთი ხმაურიანი დებიუტი შედგა – 11 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ პირველად მოირგო ქართული კლუბის მაისურა, გურამმა „ლოკომოტივთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი დებიუტიც ვერ გამოდგა იღბლიანი. 69-ე წუთზე საკუთარი კარის ძელთან მდგომს მოხვდა ბურთი და კარში შევარდა.

ეს მატჩი ყველაზე სანახაობრივი გამოდგა ტურში. მაყურებელმა ორსახოვანი „თელავი“ იხილა: პირველ ტაიმში კახელები სუსტად გამოიყურებოდნენ, მეორეში კი ათამაშდნენ, მეტოქეს მაღალი პრესინგიც შესთავაზეს, აჯობეს კიდეც, მაგრამ თამაშის გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს – 3:2 რკინიგზელთა სასარგებლოდ.

„კლასიკოში“ „დინამომ“ ახლადშეკოწიწებული „ტორპედო“ სტუმრად 2:0 დაამარცხა. „დინამოს“ მთავარ მწვრთნელ გიორგი ნემსაძეს, მოგეხსენებათ, სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს და მის მაგიერ გუნდი მინდორზე ასისტენტმა ლაშა ჭელიძემ გაიყვანა.

May be an image of 5 ადამიანი, people playing sports და ბალახი
ქართული კლასიკო: „დინამომ“ „ტორპედოს“ ქუთაისში აჯობა

ქუთაისელებს დებიუტშივე არ გაუმართლათ. მე-15 წუთზე დინამოელთა დებიუტანტი თორნიკე ახვლედიანი იმერელთა მეკარე დინო ჰამზიჩის პირისპირ აღმოჩნდა, ბოსნიელმა თავდამსხმელი წააქცია და წითელი ბარათი მიიღო. ქუთათურთა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ, თამაშიდან ალბანელი ალაიდინ სალაკუ მოხსნა, ჰამზიჩის ნაცვლად კი კარში ლევან შოვნაძე ჩააყენა.

სტუმართაგან გოლები თორნიკე ახვლედიანმა და ტოგოელმა საიმონ ბენიომ გაიტანეს.

ზემოთ ტორპედოელი ფადი ზიდანი ვახსენეთ. პალესტინელი ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. მან რამდენჯერნე გაამწვავა თამაში. ერთ ეპიზოდში კი მხრით ოსტატურდ შეიგდო საჯარიმოში ბურთი და ძლიერდ დაარტყა. სტუმრები ხარიხამ გადაარჩინა.

„დილამ“ „სამტრედიას“ იოლად მოუგო სტუმრად 2:0 და მეორე ტურის შემდეგ, ერთადერთი ქულადაუკარგავი გუნდია. ამისდაკვალად, ერთპიროვნულადაც გალიდერდა. „სამტრედია“ კი ჯერაც ჩამოყალიბების პროცესშია. მთავარ მწვრთნელად იქ გია ცეცაძე სულ ახლახან მივიდა და თვალშისაცემი შეუთამაშებლობაც ბუნებრივია.

ჩემპიონობის კიდევ ერთი მაძიებელი, ბათუმის „დინამო“ ზღვისპირულ დერბიში ჯაბა ჯიღაურის გოლით 83-ე წუთამდე უგებდა დებიუტანტ „შუქურას,“ თუმცა ნიკა ჭანტურიას გატანილმა ქობულეთელებს ერთი ქულა გადაურჩინა.

კიდევ ერთმა დებიუტანტმა, „სამგურალმა,“ „საბურთალოს“ ზესტაფონში უმასპინძლა და უგოლოდ გაეყარა, თუმცა მონდომება არცერთს დაუკლია.

სამტრედია 0:2 დილა

0:1 ღუდუშაური (10), 0:2 ბუღრიძე (42)

ბათუმი 1:1 შუქურა

1:0 ჯიღაური (43), 1:1 ჭანტურია (82)

ტორპედო 0:2 დინამო

0:1 ახვლედიანი (48), 0:2 ბენიო (70)

გაძევება: ჰამზიჩი (15, ტორპედო)

ლოკომოტივი 3:2 თელავი

1:0 სიხარულიძე (18 პენ), 2:0 სანდოხაძე (35), 2:1 კაშია (69 საკ. კარში), 3:1 გავაშელიშვილი (74), 3:2 შერგელაშვილი (77)

სამგურალი 0:0 საბურთალო

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621