დილიდან „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. კლუბი ახალ შეფსა და ბორდის წევრებს 5-წლიანი ვადით ირჩევს. საარჩევნო უბნები კატალონიის 5 ქალაქშია გახსნილი – ბარსელონა, ჟირონა, ლეიდა, ტარაგონა, ტორტოსა. საარჩევნო უბანია ანდორაშიც.

„ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატები: ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი, ტონი ფრეიშა

ფოსტით დაფიქსირებული ხმების დათვლა უკვე დაიწყო. პროცესს ოსკარ გრაუ აკვირდება. 25.000-ზე მეტმა ამომრჩეველმა სასურველ კანდიდატს ხმა ფოსტით უკვე მისცა. არცევანი დააფიქსირა პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟოან ლაპორტამ.

„დღევანდელი არჩევნები „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ხმის მისაცემად მივედი და უკვე ვხედავ, რომ მზე ამოვიდა. მინდა, რომ კლუბის წევრებისგან მაქსიმალური ჩართულობა იყოს – მათ უნდა დაამტკიცონ, რომ კლუბი ცოცხალია. „ბარსა“ მეტია, ვიდრე კლუბი. მსურს მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის წევრებს, მოხალისეებს, კლუბში დასაქმებულ პირებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. იმედი მაქვს, ეს დღე „ბარსელონას“ დემოკრატიულობის გამომხატველი იქნება“, – განაცხადა ლაპორტამ.

არჩევნებში მონაწილეობენ აგრეთვე ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა.