May be an image of ერთი ან მეტი ადამიანი, people playing sports, people standing, გარეთ და ტექსტი, რომელიც შეიცავს 'Santander SAGRES SAGRES HEUEY'შედეგი ისეთი მივიღეთ, როგორსაც ვგეგმავდით – ჩვენებმა პორტუგალიის ნაკრები ლისაბონშივე დაამარცხეს, ბონუს-ქულაც აიღეს და პირველი ტურის შემდეგ „რაგბი ევროპის“ 2021 წლის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სათავეშიც ჩაუდგნენ.

მაგრამ, თუ გვერდით გადავდებთ დაუწერელ კანონს, რომლის ძალითაც გამარჯვებულს არ ასამართლებენ, ბორჯღალოსნების მისამართით საყვედურის თქმის არაერთ საბაბს მოვიყვანდით.

თუმცა, გამარჯვებაა და ვიზეიმოთ. 29:16, თან გასვლაზე და თან 5 ლელოს გატანის ფონზე, აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი შედეგია, მაგრამ მაინც ეს „მაგრამ“ ჩნდება…

ერთი იმას დავამატებდი, რომ ამხელა ნაკრებს თედო აბჟანდაძის არყოფნის პირობებში სხვა ხეირიანი დამრტყმელიც უნდა ჰყავდეს. 5 ლელოს მხოლოდ 2 გარდასახვა მოჰყვა, დანარჩენი მიზანს ასცდა, პლუს ამას გელა აფრასიძემ დებიუტშივე საჯარიმო დარტყმა გააცუდა. შემდეგ მანვე მირიან მოდებაძის ლელო ვერ გარდასახა და მას მერე დარტყმების შესრულება უფრო გამოცდილმა სოსო მათიაშვილმა ითავა. მაგრამ ვაგლახ, რომ მან პირველივე ცდაზე ააცილა, როცა ჯაბა ბრეგვაძის ლელოს რეალიზაცია ვერ მოახდინა.

ამის გამო პორტუგალიელებმა პირველი ტაიმი 13:10 მოგვიგეს და შესვენების შემდეგ ეს უპირატესობა კიდევ 3 ქულით გაზარდეს, თუმცა მათ მიერ გატანილი ამ ჯარიმის მერე ქულებს მხოლოდ ქართველები აგროვებდნენ.

გიორგი მელიქიძისა და  თორნიკე ჯალაღონიას ლელოები სოსომ კი გარდასახა, მაგრამ შალვა მამუკაშვილისა გარდაუსახავი დატოვა. გამოდის, რომ 3 გარდასახვისა და ერთი საჯარიმო დარტყმის გაცუდებით ბორჯღალოსნებმა აქტივს 9 ქულა მოაკლეს და უფრო ძლიერ მეტოქესთან ეს გაცილებით ძვირადაც დაუჯდებათ.

შენიშვნებს სხვა ელემენტებიც იმსახურებს, მაგრამ მოვიგეთ და ყველას ვულოცავ!

May be an image of 1 ადამიანი, playing a sport, გარეთ და ტექსტი, რომელიც შეიცავს 'tander JOGOS SES'