გატუზოს იები შესთავაზეს

Home კატეგორიის გარეშე გატუზოს იები შესთავაზეს
გატუზოს იები შესთავაზეს

Milan, Gattuso: "L'Inter non è morta, può far male in qualsiasi momento.  Derby partita a sé" - ITA Sport Pressფლორენციის „ფიორენტინას“ ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა ჯენარო გატუზოს წარმომადგენლებს და მომავალი სეზონიდან გუნდის გაძღოლა შესთავაზა.

იდეა „იების“ პრეზიდენტ როკო კომისოს ეკუთვნის, რომელიც გუნდის ამჟამინდელი თავკაცის მუშაობით უკმაყოფილოა. ჩეზარე პრანდელის გაწვრთნილი „ფიორენტინა“ მხოლოდ მე-14 ადგილზეა.

რაც შეეხება ჯენარო გატუზოს, მისი პერსპექტივა „ნაპოლიში“ ჯერ კიდევ გაურკვეველია – კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს ეწურება და ნეაპოლელთა ბოსებს მისთვის ახალი წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".