Germany star Manuel Neuer unlikely to win Ballon d'Or according to Gianluigi Buffonწარსულში მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარე იენს ლემანმა ისეთი განცხადება გააკეთა, თუ ბევრს არ გადაიმტერებს, კამათის იშტაზე მაინც მოიყვანს.

„შედარებაზე საუბარიც არ შეიძლება იყოს. მანუელი, სულ მცირე, ორი თავით აღემატება ჯიჯის. გერმანული ბუნდესლიგა, ინგლისური პრემიერლიგა და ესპანური პრიმერა ცალსახად აღემატებიან იტალიურ სერია A-ს. უკვე ისიც კი სადავოა, ჰყავს თუ არა იტალიურ ფეხბურთს საუკეთესო მცველები და მეკარეები, როგორც ეს ტრადიციულად იყო,“ – თქვა იენს ლემანმა.

დღეს ვეტრანი ფეხბურთელი ექსპერტის პოზიციიდან მსჯელობს. რაც შეეხება იტალიურ ფეხბურთს, საკმაოდ მწირი გამოცდილება აქვს: 1998-1999 წლებში „მილანში“ თამაშობდა, სულ 6-ჯერ გავიდა მოედანზე და სეზონის დასრულების შემდეგ „დორტმუნდში“ გადაბარგდა.