ფლორენციის „ფიორენტინას“ ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა ჯენარო გატუზოს წარმომადგენლებს და მომავალი სეზონიდან გუნდის გაძღოლა შესთავაზა.
იდეა „იების“ პრეზიდენტ როკო კომისოს ეკუთვნის, რომელიც გუნდის ამჟამინდელი თავკაცის მუშაობით უკმაყოფილოა. ჩეზარე პრანდელის გაწვრთნილი „ფიორენტინა“ მხოლოდ მე-14 ადგილზეა.
რაც შეეხება ჯენარო გატუზოს, მისი პერსპექტივა „ნაპოლიში“ ჯერ კიდევ გაურკვეველია – კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს ეწურება და ნეაპოლელთა ბოსებს მისთვის ახალი წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ.