უმედლოდ დაიწყო ქართველი ძიუდოისტებისთვის ტაშკენტის გრანდ სლემი.
პირველ დღეს ტატამზე გავიდა 60 კილოგრამ წონით მოჭიდავე ჯაბა პაპინაშვილი. ჩვენებურმა ყირგიზ ოტარ ბესტაევსა და ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის იპონებით აჯობა, მეოთხედფინალში კი, რუს იელდოს სმეტოვთან დამატებით დროში ვაზარით წააგო. დამატებით დროში წააგო პაპინაშვილმა რეპეშაჟში ტაჯიკ შაჰბოზ საიდაბუროროვთან.
ქალთა შორის ტრავმის გამო ტატამზე არ გასულა ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52კგ).