საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 5:0 დაამარცხა სომხეთი და ევრო 2022-ის შესარჩევი ეტაპზე ჯუგფიდან გასვლის შანსი გაიუმჯობესა.

ამ ტურამდე ორივე გუნდს ორი მატჩი ჰქონდა ჩატარებული და თითო ქულით 3-4 ადგილებს ინაწილებდა. „კავკასიური დერბის“ მომგები ჯგუფის წარმატებით ჩამთავრების შანსს იტოვებდა. ავთანდილ ასათიანის გუნდი მობილურად გამოიყურებოდა, ყველა კომპონენტში დაჩაგრა მეტოქე, ანგარიშიც ლოგიკურია, ეგ კი არა, შესაძლოა, მეტიც ყოფილიყო.

უკვე მეოთხე წუთზე ელისანდრუს დუბლი ჰქონდა შესრულებული და ორივე გოლი ლამაზი გამოუვიდა. ჯერ შორიდან დასცხო ძლიერად, შემდეგ კი ინდივიდუალურ ოსტატობის შედეგად.

პირველ ტაიმში კიდევ სამჯერ შეეძლოთ ჩვენებს გატანა, მაგრამ ბოლო ფაზაში ვერ ივარგეს.

შესვენების შემდეგ ელისანდრუმ ჰეთ თრიკი გაიფორმა, რასაც არჩილ სებისკვერაძის დუბლი მოჰყვა. ბოლო გოლი კი სუპერი გამოდგა – ჩვენებურმა საკუთარი მოედნიდან გამოზომილად შეაგდო.

10 მარტს გუნდები უკვე ერევანში შეხვდებიან ერთმანეთს.