6 მარტს, თბილისის დროით 19 საათზე ლისაბონის „კარ ჟამორზე“ დაიწყება პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა, რომლითაც სტარტს აიღებს 2021 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი.

პორტუგალია ერთადერთი წარმომადგენელია სარაგბო ტიერ 2-ისა, რომელმაც რუმინულ-ქართული ჰეგემონიის დაძლევა და ერთა თასის მოგება მოახერხა. ეს 2004 წელს მოხდა, თუმცა, მას შემდეგ ბევრ წყალს ჩაუვლია და დღეს „ლობუში“ („მგლები“) ვეღარ დაიკვეხნის მაღალი მიღწევებით.

საქართველოსა და პორტუგალიას 1997 წლიდან მოყოლებული 21 შეხვედრა ჰქონიათ. 15-ჯერ ბორჯღალოსნებმა იმარჯვეს, 4-ჯერ – „ლობუშმა“, კიდევ 2 მატჩი ფრედ დასრულდა.

ლევან მაისაშვილმა სამატჩო რაზმი ჩამოაყალიბა და მასში სამი დებიუტანტი შეიყვანა – ბურჯი გია ხარაიშვილი, ფლანკერი ირაკლი ცხადაძე და მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი. მთლიანობაში კი გუნდი შედგება გამოცდილი ვეტერანებისა და იმედისმომცემი ახალგაზრდებისგან.

აქვე ქართველთ სრული შემადგებლობაც, რომელიც პორტუგალიელებს შეერკინება

  1. გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ-92“), 2. ჯაბა ბრეგვაძე (უკლუბო), 3. გიორგი მელიქიძე („სტად ფრანსე“), 4. ლაშა ჯაიანი („უოსპსი“), 5. ნოდარ ჭეიშვილი („აია“), 6. გიორგი თხილაიშვილი („ბათუმი), 7. ბექა საღინაძე („ორიაკი“), 8. თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“), 9. გელა აფრასიძე („მონპელიე“), 10. ლაშა ხმალაძე („ბათუმი“), 11. სანდრო თოდუა („ბათუმი“), 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, უკლუბო), 13. გიორგი კვესელაძე („გლოსტერი“), 14. მირიან მოდებაძე („აია“), 15. სოსო მათიაშვილი („აკადემია“).

მარქაფა 16. შალვა მამუკაშვილი (უკლუბო), 17. ბექა გიგაშვილი („ტულონი“), 18. გია ხარაიშვილი („რასინგ-92“), 19. დავით გიგაური („ტარბი“), 20. ირაკლი ცხადაძე („ბრივი“), 21. მიხეილ ალანია („ორიაკი“), 22. გიორგი ბაბუნაშვილი („აია“), 23. დემე თაფლაძე („ლელო-სარასენსი“).