ყაზანის „რუბინი“ არ არის წინააღმდეგი, წლეულსვე გაასხვისოს ხვიჩა კვარაცხელია, თუკი მსურველი კლუბი არანაკლებ 15 მილიონ ევროს გადაიხდის. ამ შემთხვევაშიც კი „რუბინი“ აუცილებელ პირობად ითხოვს პროცენტის დათქმას მისი მომდევნო ტრანსფერიდან.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ყაზანელთათვის კონკრეტული შეთავაზებით არავის მიუმართავს. იყვნენ დაინტერესებული მხარეები, მაგრამ ეს კლუბები არც იტალიის და არც ევროპის ტოპ-5 სხვა ჩემპიონატის ლიდერთა შორის არ არიან.
ყველაზე რეალური რუსულივე „კრასნოდარის“ წინადადება იყო, რომელიც 10 მილიონ ევროს იხდიდა და მზად იყო მომდევნო წლინახევრის განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელია იჯარის წესით „რუბინშივე“ დაეტოვებინა.